კონტენტზე გადასვლა

მომსახურებალითონს ქარხნულ ფორმას ვუბრუნებთ.

დაზიანებას შიგნიდან ვწევთ და ზედაპირს ქარხნულ მდგომარეობაში ვაბრუნებთ. საღებავს ხელი არ ეხება, ფითხი არ გამოიყენება.

ნასეტყვი სახურავი ზოლებიანი ნათურის ქვეშ
ნასეტყვი

ნასეტყვი

სეტყვა ერთდროულად რამდენიმე პანელს აზიანებს. თითოეულ წერტილს ცალკე ვასწორებთ, ისე, რომ მანქანა ქარხნულ საღებავს ინარჩუნებს და შეღებილის იერს არ იღებს.

დრო: დაზიანების მოცულობის მიხედვით

ჩაჭყლეტა და დარტყმა

ჩაჭყლეტა და დარტყმა

ყველაზე ხშირი შემთხვევა. ლითონი ელასტიურია და ნაკლებად დაჭიმულ დაზიანებას ქარხნულ ფორმაში სრულად ვაბრუნებთ, ფითხისა და შეღებვის გარეშე.

დრო: რამდენიმე საათიდან

ნაკეცები და წიბოები

ნაკეცები და წიბოები

რთული ადგილები, სადაც ხშირად ფითხი ერთადერთი გამოსავალი ჩანს. ხელსაწყოების სწორი არჩევით აქაც ქარხნულ ხაზს ვაბრუნებთ.

დრო: სიმძიმის მიხედვით

შეღებვა თუ ცივად გასწორება?

ოსტატი ხსნის: PDR თუ შეღებვა?
შეღებვისა და ცივად გასწორების შედარება
შეღებვაცივად გასწორება
ქარხნული საღებავიიცვლებანარჩუნდება
ფითხისაჭიროაარ გამოიყენება
ფერის სხვაობაშესაძლებელიაგამორიცხულია
დრორამდენიმე დღერამდენიმე საათიდან
ფასი გაყიდვისასეცემანარჩუნდება
რა ღირს ცივად გასწორება?

ფასი დაზიანების ზომასა და ადგილზეა დამოკიდებული. ზუსტი შეფასება მხოლოდ ადგილზე, ნათურის ქვეშ დათვალიერების შემდეგ არის შესაძლებელი: გამოცდილებით ვიცით, რომ ფოტოთი სწორი პასუხის გაცემა ხშირად შეუძლებელია.

ყველა დაზიანება სწორდება ცივად?

არა. თუ საღებავი გაბზარულია ან ლითონი ძლიერ არის დაჭიმული, შეიძლება შეღებვა დასჭირდეს. ადგილზე პირდაპირ გეტყვით, რომელი გამოსავალი ჯობია.

წინასწარ ჩაწერა საჭიროა?

არა. რიგი არ გვაქვს: მობრძანდი ნებისმიერ დროს, ორშაბათიდან პარასკევამდე, 11:00-დან 17:00-მდე.

გზის ჩვენება