კონტენტზე გადასვლა

ფასირა ღირს ცივად გასწორება?

ფასი დაზიანებაზეა დამოკიდებული: ზომაზე, სიღრმეზე და ადგილზე. ზუსტ ფასს ადგილზე, ნათურის ქვეშ დათვალიერების შემდეგ გეტყვით. ამას რამდენიმე წუთი სჭირდება და რიგი არ არის.

რაზეა დამოკიდებული ფასი.

ზომა და სიღრმე

პატარა, რბილი ჩაზნექილი ბევრად სწრაფად სწორდება, ვიდრე ღრმა, დაჭიმული დარტყმა.

წერტილების რაოდენობა

ნასეტყვის შემთხვევაში მთავარია, რამდენი წერტილია და რამდენ პანელზე.

ადგილი

კიდეები, წიბოები და ის ადგილები, სადაც პანელის უკან მისვლა რთულია, მეტ დროსა და სხვა ხელსაწყოებს მოითხოვს.

საღებავის მდგომარეობა

თუ საღებავი მთელია, დაზიანება სრულად სწორდება ცივად. თუ გაბზარულია, ამას დათვალიერებისას გეტყვით.

ხშირი კითხვები.

რატომ არ მეუბნებით ფასს ფოტოთი?

ფოტოზე არ ჩანს ჩაზნექილის სიღრმე, ლითონის დაჭიმულობა და საღებავის მდგომარეობა. ნათურის ქვეშ ეს რამდენიმე წუთში ჩანს, ამიტომ ფასს ადგილზე ვასახელებთ, რომ შემდეგ არ შეიცვალოს.

დათვალიერებას დრო სჭირდება?

რამდენიმე წუთი. რიგი არ არის: მობრძანდი ორშაბათიდან პარასკევამდე, 11:00-დან 17:00-მდე, და ფასს იქვე გეტყვით.

ცივად გასწორება შეღებვაზე იაფია?

ხშირ შემთხვევაში კი, და სწრაფიც: შპაკლი, შეღებვა და შრობა საჭირო არ არის. მთავარი კი ისაა, რომ ქარხნული საღებავი ნარჩუნდება და მანქანა გაყიდვისას ფასს არ კარგავს.

ნასეტყვის ცივად გასწორება →